წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებითვის, მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ტური მოეწყო
23-05-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუზეუმების დღესთან დაკავშირებით  შემეცნებითი, მინი ექსკურსია მოეწყო. 

ექსკურსია, კლუბ „გვირილების“ ხელმძღავანელების: ანა კვირიკაძისა და ფიქრია ლომიძის ინიციატივით გაიმართა.

მოსწავლეებმა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, ისტორიულ ექსპონატებს გაეცნენ და ახალი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან საინტერესო და შემეცნებითი გამოვიდა.

მოსწავლეებმა ნახეს ის უძველესი და ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური არტეფაქტები, რომელიც წაღვლში იქნა აღმოჩენილი.

ბავშვებმა მოისმინეს, საზოგადოდ ცნობილი მოღვაწის, ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლისა და დამსახურების მქონე ადამიანის, დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების ისტორიას, ასევე დაათვალიერეს და ისიამოვნებს იქ შექმნილი ულამაზესი გარემოთი.

ცნობისთვის, 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, ის 1978 წლიდან აღინიშნება მსოფლიოს 150 ქვეყანაში.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203