სატივის საჯარო სკოლაში ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრთა ხელმძღვანელობით, საინტერესო შეჯიბრი გაიმართა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ფიზიკური, გონებრივი და ესთეტიკური განვითარების, მოტივაციის ამაღლებისა და მეგობრული ურთიერთობების ჩაოყალიბების მიზნით, შეჯიბრი ჩატარდა.
ის V-VI კლასებს შორის გაიმართა, ️ღონისძიებას ფიზიკური და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წევრები - სპორტის მასწავლებელი - თეონა ომანაძე, ხელოვნების მასწავლებელი - თინათინ ახალკაცი და მუსიკის მასწავლებელი - შორენა მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდნენ.
აქტივობებმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.
„გაიმართება სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა - სიმღერა, მხატვრული კითხვა, ცეკვა, ხატვა, კითხვები დამრიგებლებს, მხიარული სტარტები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: