თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე-ელიზაბეთ ორმოცაძე ტაეკვანდოში, საქართველოს ჩემპიონი გახდა
23-05-2023

თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას არა მხოლოდ სკოლაში ჩატარებულ აქტივობებსა და კონკურსებში, არამედ მის გარეთ სხვადასხვა შეჯიბრში აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეოთხეკლასელი ელენე-ელიზაბეთ ორმოცაძე. 

ის 27 კგ. წონით კატეგორიაში, ტაიკვანდოში, საქართველოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ჩემპიონატი ტაეკვანდოში 20 მაისს კასპში ჩატარდა.

მას შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა და დამსახურებული ჯილდო გადაეცა.

„ვულოცავთ ელენეს და წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203