„დაგილოცავთ წარმატებებისკენ მიმავალ გზას“ - ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზის“ მეთორმეტეკლასელთა შთამბეჭდავი და ემოციური „ბოლო ზარი“
23-05-2023

ქობულეთის საერო სკოლა „ფარნავაზში“ ბოლო ზარი საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთათვის, ასევე პედაგოგებისა და დირექციისთვის.​

მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს და წარმატებები უსურვეს.

ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

დირექციამ და მასწავლებლებმა კი ისინი სკოლიდან სიყვარულით გააცილეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„კიდევ ერთი მე-12 კლასი გააცილა „ფარნავაზმმა“. ახალგაზრდებო, დაგილოცავთ წარმატებებისკენ მიმავალ გზას, გისურვებთ უთვალავ გამარჯვებას ახალ ცხოვრებაში და ბედნიერ მომავალს! ფარნავაზი „კეთილ სურვილებს თან გაყოლებთ მომავლის გზაზე, რომელზეც თქვენ ღირსეულად უნდა იაროთ. 
გამარჯვებებითა და წარმატებებით გვახარეთ! გახსოვდეთ არსებობს თბილი ოჯახი სახელად „ფარნავაზი“, სადაც მუდამ დიდი სიყვარულით გეგებებიან!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203