ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ოთო ხურცილავამ და ავთო წულაიამ უშუს ღია ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავეს
23-05-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები - ოთო ხურცილავა და ავთო წულაია ქუთაისის უშუს მეათე ღია ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ჩემპიონატის პრიზიორები - პირველადგილოსნები გახდნენ. 

სკოლაში მათი მიღწევით ძალიან ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ. 

„გილოცავთ ამ გამარჯვებას და დათა მასწავლებელს წარმატებებს ვუსურვებთ. კვლავაც ბევრჯერ გვასახელეთ ბიჭებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203