უფლისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტი, საგანმანათლებლო კონკურსის მუნიციპალურ ტურში 10 საუკეთესოს შორის შეირჩა
23-05-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლას მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, მათი შექმნილი ვიდეორგოლი - „რიწის ტბა“, ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის, სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, გამოცხადებული პროექტების სასკოლო კვირეულის -„ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ მუნიციპალურ ტურში კომისიის მიერ შერჩეულ 10 საუკეთესო პროექტს შორის შეირჩა.
მასზე მუშაობისას მოსწავლეებმა უდიდესი მონდომება გამოიჩინეს, საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და შესაბამის შედეგს მიაღწიეს.
„მადლობა ყველას თანადგომისა და დაფასებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს