თამარიანის საჯარო სკოლის VI და VII კლასის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ტური ლაგოდეხის ნაკრძალში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესოდ აღნიშნავან.
ამჯერად კი, აქტივობები ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობისა და დაცვის საკითხებზე VI და VII კლასის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლაგოდეხის ნაკრძალში ვიზიტი გაიმართა.
მათ ნაკვალევის ბილიკები მოინახულეს, სადაც მოსწავლეებს გიდობა რეინჯერმა და მასწავლებელმა დავით გელაშვილმა გაუწია. მას სკოლაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობას უხდიან.
სასწავლო ტურს ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო სეთური ხელმძღვანელობდა. აქტივობაში ჩართული იყვნენ კლასის ხელმძღვანელები თამარ ნაცვლიშვილი და ნონა ხარაშვილი.
იხილეთ ფოტოები: