ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა - ანა დავითაძემ და ლიკა გაბაიძემ სასწავლო-კვლევითი კონფერენციის ქიმიის სექციაში გაიმარჯვეს
23-05-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლას აქტიური, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც საინტერესო პროექტებში ყოველთვის აქტიურად ერთვებიან.
თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის ფინალური ტური ჩატარდა. მასში ბათუმის N8 საჯარო სკოლის XIე კლასის მოსწავლეები ანა დავითაძე და ლიკა გაბაიძე მონაწილეობდნენ. ისინი საინტერესოდ წარსდგნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ქიმიის სექციაში გაიმარჯვეს. შედეგად, მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.