ბოზალის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა, პირველკლასელებმა კი ქართული ანბანი „გააცილეს“
23-05-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოზალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ, რითაც საგაკვეთილო პროცესს მრავალფეროვანს ხდიან. პირველკლასლები კი სწავლის დიდი სურვილით გამოირჩევიან, აღსანიშნავია, რომ მათ ქართული ანბანი ძალიან კარგად შეისწავლეს.
ახლა კი კლასში ქართული ანბანის გაცილება მოეწყო, მოსწავლეებმა ნასწავლი გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სადღესასწაულო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
გარდა ამისა, სკოლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება - „ბოლო ზარი“ გაიმართა. მშობლიურ სკოლას კურსდამთავრებულები დაემშვიდობნენ.
მათ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს