მატნის N2 საჯარო სკოლის მეთორემეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს
23-05-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს. 

კურსდამთავრებულებმა, სასკოლო საზოგადებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ახალგაზრდებს, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორმა, ლეილა ბათურაშვილმა სკოლის დასრულება მიულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ მაისურებზე დააწერეს. 

დღე ძალიან ემოციური და ამაღელვებელი იყო.

„მზიანი სახეები და და სიხარულით სავსე გულები გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ჩვენო ყოჩაღებო და კრეატიულო ბავშვებო“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203