
პედაგოგი მელანია დოლიძე, მოსწავლეებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
ამჯერად, მწვრთნელმა, ბადმინტონში შიდასასკოლო ჩემპიონატი გამართა, სადაც მისი აღსაზრდელები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
როგორც პედაგოგი გვიყვება, აქტივობის მიზანია, ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ბადმინტონის მასობრივი პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის პედაგოგი განსაკუთრებით საყვარელი და გამორჩეულია, რადგან მუდამ ორიენტირებულია მათი განვითარებისა და წინსვლისკენ.
იხილეთ ფოტოები: