არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება 
23-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მეცხრე კლასის მოსწავლეების სპორტულ წარმატებას ზეიმობენ. 

26-30 აპრილს ქალაქ გორში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკ მოკრივეთა შორის.

სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს, რუსლან გმბოიანმა 46 კგ. წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა,  ხაჩატურ ინდოიანმა კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

სკოლის მოსწავლეთა წარმატებები ამით არ დასრულებულა. მე-12 კლასის მოსწავლე გორ აივაზიანმა მორიგი წარმატებით დააგვირგვინა სკოლის დასრულება. 2023 წლის აპრილ- მაისში სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოკრივეთა შორის ოქროს მედალის და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობენ. 

„სკოლის ადმინისტრაცია სიამაყით ულოცავს თავის მოსწავლეებს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს მრავალ წარმატებას მომავალშიც“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203