„გვჯერა, ნიჭიერი ახალგაზრდები იტყვიან თავის სიტყვას მშობლიური ქალაქის, ქვეყნის სასახელოდ!“-ხაშურის N2 სკოლაში მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება მოეწყო
23-05-2023

დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლამ, ერთ-ერთი გამორჩეული თაობა ახალი ცხოვრების გზაზე გააცილა. 

მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს, აღსანიშნავია, რომ გამოსამშვიდობებელი ღონისძიებისთვის სკოლა საგანგებოდ მოირთო. 

კურსდამთავრებულებისთვის, ისევე როგორც პედაგოგებისთვის  „ბოლო ზარი“, ძალიან ამაღელვებელი და ემოციური იყო, მათ  12 წლის საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს აღნიშნეს  და სასკოლო საზოგადოების მილოცვები თეთრ მაისურებზე მოგონებების სახით შეინახეს. 

„გვჯერა, რომ ხელოვნების მოყვარული, კრეატიული და ნიჭიერი ახალგაზრდები ნამდვილად იტყვიან თავის სიტყვას მშობლიური ქალაქის, ქვეყნის სასახელოდ!

ბედნიერი მომავალი გქონდეთ, ჩვენო საამაყო გოგო-ბიჭებო!“ - აღნიშნავენ სკოლაში.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203