საყუნეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
23-05-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.

მათ, სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება მოაწყვეს, სადაც იმღერეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგთა ამაგი გაიხსენეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.

ეს დღე მოსწავლეთათვის და მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციური იყო.

სასკოლო საზოგადოებამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.

„საყუნეთის საჯარო სკოლის საზოგადოება ყველა მეთორმეტეკლასელს ულოცავს სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203