ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
23-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად, ისტორიულ მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა, პედაგოგ ერმონიკ დარბინიანის ხელმძღვანელობით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალთან ღონისძიება გამართეს.

ბავშვებმა 9 მაისი გაიხსენეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ცოდნა აიმაღლეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203