„ჩვენი „შესანიშნავი შვიდეული“ - ტანძიის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ შვიდი მე-12 კლასელისთვის დაირეკა
23-05-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები გააცილეს. 

„ბოლო ზარი“ საზეიმოდ საბა გაბლიანის, ლევან ბერიანის, ლევან კაკულიას, ლონდა გაბლიანის, რაქსანა საფაროვას, ნამილ მანედოვისა და ამილ გასანოვისათვის დაირეკა. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„ჩვენი „შესანიშნავი შვიდეული“, ზეიმის რეალური პერსონაჟები, 12 ყველაზე „უზრუნველი“ წლის მიწურულის მთავარი მოქმედი პირები.
სკოლის დამთავრებას გილოცავთ, ძვირფასო ადამიანებო (ამ დღეს ყველა თავისას აქებს, ჩვენების ქება კი ყველა ქებაზე ურეალურესია). ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დამთავრებას გილოცავთ, ძალიან ზრდილებო, თავმდაბლებო, კულტურულებო, ელეგანტურებო და გალანტურებო... მიზანდასახულებო და წარმატებაზე ორიენტირებულებო.
ძვირფასი პიროვნული თვისებები სულ გახასიათებდეთ, ვერაფერი დაგაკლოთ ცვლილებების თანმდევმა დაბრკოლებებმა, ძალისხმევით მისაღწევმა მიზნებმა, სირთულეებმა...
ყოველი არამარტივი რამ, რაც გზად შეგხვდებათ, წარმატებით დაგეძლიოთ, კარგი ადამიანობის შენარჩუნების გზით.
ჩვენი ყველა ღირებული, კეთილი, უკარგესი სურვილი თქვენ....
გვეამაყოს თქვენი სიკარგით, ღვთის წყალობა დაგემგზავროთ, დღეგრძელობა და მზეგრძელობა“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203