ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ინგისურენოვანი ღონისძიება ჩატარდა
23-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ, სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგის - ნარინე ხეჩოიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

1-ელი კლასის ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს ნასწავლი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ წარმოაჩინეს ცოდნა, თუ რა კარგად იციან ინგლისური ენა და რა კარგად სწავლობენ მას.

ბავშვებმა, ღონისძიებაზე ასევე ლექსები წარმოთქვეს, იცეკვეს იმღერეს საინტერესო სკეტჩები გაითამაშეს. 

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩატარდა.

ღონისძიების ბოლოს კი 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე მიულოცეს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართვისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203