დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დასრულებას ღონისძიება მიუძღვნეს
23-05-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში გაიმართა პირველკლასელთა ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სახელწოდებით - „წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება, დედაენით დაიწყო და დედაენით დამთავრდება“.
ზეიმი კლასის დამრიგებლის - მაია მთვარაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, განასახიერეს ნაწარმოების - „ფუტკრები საშოვარზე“ პერსონაჟები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-6 (კლასის დამრიგებელი თეონა ჯინჭარაშვილი) და მე-5 კლასის (კლასის დამრიგებელი ნანი ჭყონიძე) მოსწავლეები.
მათ შეასრულეს ქართული ეროვნული და თანამედროვე ცეკვები და სიმღერები ფანდურზე.