ბათუმის N28 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
23-05-2023

ბათუმის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, პედაგოგ ნათია წულუკიძის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასში, ისტ-ის გაკვეთილზე მოსწავლეებმა MS Power-Point-ში პრეზენტაცია მოამზადეს. 

პრეზენტაციის თემა „იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია“ იყო. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად ეწყობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203