ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“
23-05-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს. 

მეთორმეტეკლასელებმა სკოლის დამთავრება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს.

მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და მასწავლებელთა ამაგი აღნიშნეს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.

ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ემოციური იყო.

დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა.

მათ სკოლის დასრულება სკოლის დირექტორმა შოთა ჯინჯიხაძემ და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელმა - ნანა ამბროლაძემ მიულოცეს, რომლებმაც მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ტყიბულის N6 საჯარო სკოლა 26-მა მოსწავლემ დაამთავრა, რომლთაგან 4 მედლის კანდიდატია.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს სკოლისთვის დაარსებიდან მესამოცე გამოშვებაა. მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ ერთგვარი გამყოფი ხაზივითაა - ამ დღეს ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ამთავრებ და მეორეს იწყებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203