„ქართველი მეცნიერი ქალები - მათემატიკა ჩვენს გარშემო“ - ვარდისუბნის და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
23-05-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად ერთვებიან. 

ამჯერად, ვარდისუბნის და ცოდნისკარის საჯარო სკოლების მოსწავლეები ონლაინ კონფერენციაში - „ქართველი მეცნიერი ქალები - მათემატიკა ჩვენს გარშემო“ მონაწილეობდნენ. ის ორივე სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგის ხათუნი ასანიძის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციას, მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ხელმძღვანელები, მათემატიკა/ტექნოლოგიის კათედრის წევრები და სურვილისამებრ, მშობლები და სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ .

მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint Presentation და Sway შეისწავლეს. მათ თემებიც ამ ინსტრუმენტების გამოყენებით წარმოადგინეს. გარდა ამისა, ზოგიერთმა გუნდმა, სურვილისამებრ, გაზეთი და პლაკატიც მოამზადა. კონფერენციას წინ მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები უძღვოდა, რომლებიც ორივე სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ იმართებოდა.

„კონფერენციაზე ძალიან საინტერესო თემები წარმოადგინეს მოსწავლეებმა, გავიცანით მეცნიერი ქალები, რომლებიც სხვადსხვა სფეროში არიან წარმატებულები და მათ შორის, ელექტრინჟინერიაში და ციფრულ ტექნოლოგიებში. მათი თქმით, მეცნიერება მათ აძლევთ თავისუფლებას არა მარტო იდეების გენერირებას, არამედ თავისუფლებას ფინანსური თვალსაზრისითაც, რაც ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ასევე, უფრო უკეთ წამოვაჩინეთ და გავიაზრეთ, რომ მათემატიკა ერთ-ერთი ძირითადი საგანია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათემატიკას ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში და ა.შ. ასევე ეს იყო თანამშრომლობითი და დამეგობრების დღე რეგიონის ორი სკოლის, რომლებიც შემდგომ გააგრძელებენ და განახორციელებენ აქტივობებს სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ნამუშევრები ბმულებზე:

ბმული

ბმული

ბმული

ბმული

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203