ნარდევანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება
23-05-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში, პირველკლასელები სასწავლო წელს წარმატებით ასრულებენ, რასაც შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
    
მოსწავლეები ღონისძიებისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, ბუშტებით მორთულ სცენაზე  ქორეოგრაფიული და მუსიკალური ელემენტებით გაჯერებული არაერთი საინტერესო ნომერი დადგეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავი, რომ ბავშვები ღონისძიებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სანახაობა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე დამსწრე საზოგადოებისთვისაც. 

სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203