ხაშურის N7 სკოლაში, ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯთან გაფორმებული ხელშეკრეულების საფუძველზე, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება 
23-05-2023
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემო სრულად მოსწავლეთა განვითარებაზეა ორიენტირებული.

სკოლასა და ბერლინის გასტრონომიულ კოლეჯს შორის ხელშეკრეულებაა გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. 

ამჯერად კი, სკოლაში მონაწილე მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. დაიწყო პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპი, რის შედეგადაც 2023 წლის სექტემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გერმანიაში სამი ახალგაზრდა გაემგზავრება, რომლებიც დუალურ განათლებაში ჩაერთვებიან, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, თეორიული ცოდნა დაუკავშირონ პრაქტიკულ საქმიანობას და დასაქმდნენ გერმანიის პრესტიჟულ სასტუმროებსა და რესტორნებში. კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს გადაეცემათ ევროპაში აღიარებული დიპლომი.

პროექტის ინიციატორი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი ნატალია ხაჩიძეა, პროექტის ხელმძღვანელი კი - სკოლის დირექტორი მანანა ლაცაბიძე გახლავთ. ისინი კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლაში გერმანული ენა მეორე უცხო ენად ისწავლება მეხუთე კლასიდან და მოსწავლეებს სკოლის დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ გერმანიაში პროფესიულ კოლეჯში. კოლეჯი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ფინანსურ ხარჯებს, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა თითოეული მოსწავლისათვის.
ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეთა შემდგომ განათლებაზე და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე. მომავალი ჩვენია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203