თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გამარჯვება მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში
23-05-2023

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ გამარჯვებული გახდა. 

პროექტის ფინალურ თამაშში 32 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და გამარჯვებისთვის, დამსახურებული ჯილდოც მიიღეს.

„პროექტის გამარჯვებულები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - ბუბა ლომუაშვილმა, ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა - თეონა იაშვილმა, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის წარმომადგენელმა - ნოე რამიშვილისა და მამია ბერიშვილის შთამომავალმა - ტიერი ბერიშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა - გიორგი ფარეშიშვილმა დააჯილდოვეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით, მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. 

ის, ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“  პრინციპით ტარდება.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 
განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში გამარჯვება მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203