წყალტუბოს N1 სკოლის პედაგოგი და „მკითხველთა კლუბის“ კურატორი თეა ჭუმბურიძე საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდა
23-05-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული და მონდომებული პედაგოგები ასწავლიან. ისინი საინტერესო შეხვედრებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, „მკითხველთა კლუბის“ კურატორი თეა ჭუმბურიძე.

ის, საბაზისო განათლების პროგრამის „მკითხველთა კლუბების“ შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

„მან საინტერესოდ წარმოადგინა და აწსუ-ს დაწყებითი განათლების სტუდენტებს გაუზიარა კლუბის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო აქტივობები და მუშაობისას გამოყენებული მეთოდები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბაზისო განათლების ტრენერმა და „მკითხველთა კლუბის“ მენტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა - მალვინა შანიძემ მონაწილე მასწავლებლებს გადასცა „მკითხველთა კლუბის“ ფასილიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

შეხვედრა შეაჯამა საბაზისო პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორმა - ნატო ქობულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მხარს უჭერენ, როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203