მუსხის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
23-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს.
სკოლაში, შთამბეჭდავი გამოსამშვიდობებლი ღონისძიება გაიმართა, სადაც მეთორმტეკლასელებმა სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს. მათ ასევე პედაგოგთა ამაგი აღნიშნეს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით მათ განათლებაში.
აღნიშნულ დღეს სკოლაში სხვადასხვა ემოცია სუფევდა - სიხარული, ბედნიერება და ამავდროულად სევდა.
„საზეიმო ვითარება ძალიან შთამბეჭდავი იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოებამ მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და ისინი დიდი სიყვარულით გააცილა.
დირექციამ და პედაგოგებმა, მათ, ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება და წინსვლა უსურვა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს