ამაღელვებელი და დაუვიწყარი „ბოლო ზარი“ ნორიოს საჯარო სკოლაში
23-05-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება, დიდი ზარზეიმით აღნიშნეს, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ღონისძიება შესთავაზეს და 12-წლიანი სწავლება ემოციურად დააგვირგვინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, კურსდამთავრებულთა თეთრი მაისურები, სიმბოლურად, მისალოცი წარწერებით შეამკეს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
კურსდმთავრებულებმა, სკოლა საუკეთესო მოგონებებითა და ემოციებით დატვირთულმა დატოვეს.
„ვულოცავ სკოლის დამთავრებას! წარმატების გზაზე გევლოთ ჩვენო კურსდამთავრებულებო!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს