მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება- წარმოჩენას, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
18 მაისს, გურძემის საჯარო სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა „მოქალაქეობაში“, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დეკლარატიული ცოდნის გამოყენებასა და ურთიერთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას.
ვიქტორინაში ხუთი გუნდი მონაწილეობდა, გამარჯვებულ გუნდს და მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. კონკურსი საკმაოდ საინტერესო იყო და მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ვიქტორინას ორგანიზება გაუწია სკოლის მოქალაქეობის სერტიფიცირებულმა პედაგოგმა - კახა ჯგერენაიამ.
„მადლობა დირექციას მხარდაჭერისთვის და პროექტში ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ დეკლარატიული ცოდნა – გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს