წყალტუბოს N4 სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარის“ დღეს ხე დარგეს და მოსავლელად პირველკლასელებს დაუტოვეს
23-05-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელთა გაცილება ტრადიციისამებრ აღინიშნა.

მე-12 კლასელები ჩვეულებისამებრ „ბოლო ზარის“ დღეს, მშობლიური სკოლის ეზოში ხეს რგავენ და მას პირველკლასელებს უტოვებენ მოსავლელად  - ეს სკოლის საუკეთესო ტრადიციად იქცა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიცია არც წელს დარღვეულა, კურსდამთავრებულებმა პატარა მეგობრებთან ერთად  სკოლის ეზოს ახალი სიცოცხლე შემატეს. 

ამით, პატარები კარგ მაგალითს იღებენ უფროსი თაობისგან და ბუნების სიყვარულსაც სწავლობენ.

მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, ემოციებით დატვირთული იყო, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მათ სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს. 

რასაკვირველია, საუკეთესო სურვილები, თორმეტწლიანი სწავლებისა და სკოლაში გატარებული დღეების გასახსენებლად, კურსდამთავრებულთა თეთრ მაისურზე შემორჩა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორც კურსდამთავრებულთათვის, ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203