ბუკისციხის საჯარო სკოლა მეთორმეტეკლასელებმა საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
23-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის მოსწავლეები საზეიმოდ, უდიდესი სიყვარულით გააცილეს. 

„და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა თქვენ გაჩნდით ამ ქვეყანაზე“- სწორედ ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ კურსდამთავრებულებს მშობლიურ სკოლაში. მათთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გამოეწყვნენ, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. 

გაიმართა ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი - ციალა მახარაძე, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203