ქუთაისის N37 სკოლის გუნდმა - „ნააკო“ VII ეროვნულ კონკურსში მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა
ქუთაისის N37 საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე, შემოქმედებითი და აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომელბიც სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის გუნდი - „ნააკო“ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ფინალური ტურის ერთ-ერთი გამარჯვებული გახნდნენ.
გუნდმა მეორე ადგილი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა.
სკოლაში „ნააკოს“ მორიგი მიღწევით ამაყობენ და თითოეულ წევრს ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: