თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის 82-ე გამოშვებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2023

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით, გააცილეს. 

2022-23 სასწავლო წელს სკოლა 25 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან სამი ოქროს მედალის კანდიდატია. სკოლის 82-ე გამოშვებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203