„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - ჩაისუბნის N2 სკოლაში არგუმენტირებული ესეების კონკურსი ჩატარდა
23-05-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის კონკურსი და აქტივობა ტარდება. 

ამჯერად, სკოლაში სასკოლო პროექტის - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ არგუმენტირებული ესეს კონკურსი ჩაატარა, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები: მე-7 კლასის მოსწავლე - ანანო კონცელიძე, მე-8 კლასის- ნიკა მოფინაძე, მე-9 კლასის - ლიზი კეჟერაძე და მარი დავითაძე და მე-10 კლასელი საბა მოფინაძე.

გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ. 

„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთა მასწავლებლები: ნატალია შოთაძე და გულნარა ბაგრატიონი არიან.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203