„ჩემი გაზაფხული“ - დაგვას საჯარო სკოლაში ხელოვანი პედაგოგის - სოფიკო შავიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა
23-05-2023

„ხელოვნება თავად უკვდავებაა, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი“ კ.გამსახურდიას ამ სიტყვების დადასტურებაა 22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში უნიჭიერესი პედაგოგის, ნამდვილი ხელოვანის - სოფიკო შავიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა, რამაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. 

„დღის თაკარა მზესთან ერთად, დარბაზში მატულობდა ემოციებით, აღტაცებებით გამოხატული ტემპერატურა. დილიდანვე ჩაერთო გამოფენის  მოწყობაში სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები. გამოფენა მიეძღვნა მუზეუმის დღეს, თემა გახლდათ - „ჩემი გაზაფხული“.

გაზაფხულივით ლამაზი, კაშკაშა, მიმზიდველი, მოლივლივე ფერებით წარმოგვიდგინა ავტორმა თავისი შესრულებული ნამუშევრები. რაც მთავარია, შინაარსობრივად დატვირთული, თითოეულ ნახატს საკუთარი ისტორია და ადგილი აქვს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

კლასიკური მუსიკის ფონზე მნახველ-დამთვალიერებელი უამრავ კითხვას უსვამდა ავტორს. ეს ავტორის მეორე პერსონალური გამოფენაა.

„იგი მუხლჩაუხრელად მუშაობს და დარწმუნებული ვართ კიდევ ბევრჯერ გვაზიარებს ხელოვნების ულამაზეს შედევრებს“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203