გრანდიოზული გაცილება გუბისწყლის საჯარო სკოლიდან - „ბოლო ზარი“ სამი მე-12 კლასელისთვის დაირეკა 
23-05-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლიდან 3 კურსდამთავრებული - საბა გეგეჭკორი, ლიკა ჭოლოკავა და თამარ ქაშიბაძე საუკეთესო სურვილებითა და უდიდესი სიყვარულით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს. 

მათთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება პედაგოგებმა გამართეს.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.

„2023 წლის 19 მაისი განსაკუთრებული თარიღია გუბისწყლის საჯარო სკოლის ისტორიაში, სადაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“ მოუწვეს სკოლის პედაგოგებმა, ამავე სკოლის უნიჭიერეს სამ მეთორმეტეკლასელს - საბა გეგეჭკორს, რომელიც წარმატებული სპორტსმენია და ლიკა ჭოლოკავასა და თამარ ქაშიბაძეს, რომლებიც ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლეები არიან. ღონისძიების ბოლოს, სკოლის მომავალმა პირველკლასელებმა, ლექსებით გზა დაულოცეს ჩვენი ქვეყნის მომავალ იმედებს. უამრავი ემოცია, სიხარული და აპლოდისმენტები მოჰყვა პედაგოგების მოწყობილ მოსწავლეების გრანდიოზულ გაცილებას სკოლიდან.
სკოლის დირექციის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავთ, ჩვენი სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წარმატებებს და წინსვლას, ცოდნის უფრო დიდი ტაძრისკენ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203