„ბავშვებმა აფხაზეთის ყველა დაბასა და ქალაქში გვამოგზაურეს და დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქეს“ - მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პერფორმანსი
23-05-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა პროექტს - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ საინტერესო აქტივობით შეუერთდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა საკონკურსო პროექტის ფარგლებში წარმოსახვით აფხაზეთში იმოგზაურეს. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მაკეტი შექმნეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ აფხაზეთი საქართველოა. 

„მაკეტის საშუალებით ბავშვებმა გვამოგზაურეს აფხაზეთის ყველა დაბასა და ქალაქში და დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქეს. ამ პერფორმანსით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილი და განუყოფელი ნაწილია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლაში პროექტის განხორციელებას ხელმძღვანელობდა მაკა მინდიაშვილი, მასში კი აქტიურად მონაწილეობდნენ მე-8-მე-9-მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203