ქვენობნის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა
23-05-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა სპორტული კონკურსი და აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში, ფრენბურთის შიდასასკოლო შეჯიბრი ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მე-12 კლასის გუნდი და გოგონათა ნაკრები ეჯიბრებოდა.

მოსწავლეები აქტივობაში მონდომებით, ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრი მე-12 კლასის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეებს გუნდურობას ასწავლის, მათ მოტივაციას ზრდის და ბავშვებში სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203