„სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეები გქონდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე!“ -ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელებს გზა დაულოცეს
23-05-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლასა და მასწავლებლებს. 2023 წლის კურსდამთავრებულებმა დირექციას და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაც.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა 2023 წლის კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

„კიდევ ერთი მეთორმეტე კლასი გავაცილეთ სკოლის კედლებიდან ცხოვრების ფართო ასპარეზზე. გილოცავთ და გლოცავთ, ბავშვებო ბევრი სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეები გქონდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე! წარმატებებს, წინსვლას და დასახული მიზნების ასრულებას გისურვებთ მომავალში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203