„ქართული სპორტი“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლისა და მისი მოსწავლეების საინტერესო პროექტი
23-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ამჯერად, ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელმა - დიმიტრი სულაბერიძემ დაგეგმა და სპორტის გაკვეთილზე განახორციელა პროექტი - „ქართული სპორტი“, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მეშვიდე კლასის მოსწავლეები.
პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. აქტივობებში ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი - „ასპარეზი“.
აღსანიშნავია, რომ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.