„დიდი საყვარული და ტკბილი მოგონებები დაგვიტოვეს“ - ემოციური „ბოლო ზარი“ წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში
23-05-2023
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლის მე-12 კლასელები (კლასის ხელმძღვანელი: მაკა ქაროსანიძე) ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებს გამოემშვიდობნენ და  სევდანარევი სიხარულით დაემშვიდობნენ სკოლას და პედაგოგებს. 2023 წლის კურსდამთავრებულებმა დირექციას და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„მათ დიდი საყვარული და ტკბილი მოგონებები დაგვიტოვეს“, - აღნიშნავენ პედაგოგები, რომელთაც 2023 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„მესამე საჯარო სკოლა თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203