სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო კონკურსის ფინალურ ტურში იასპარეზეს
22-05-2023

სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ, როგორც ხარისხიან და სიღრმისეულ ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის -  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ ფინალურ თამაშში. თამაში, 20 მაისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა.

მოსწავლეებისთვის თამაში საინტერესო აღმოჩნდა. ისინი კონკურსში ხალისით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლის დირექცია და მონაწილეები მადლობას უცხადებენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ვახტანგ გადელიასა და სენაკის სასპორტო გაერთიანებას მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის.

„ასევე მადლობას ვუცხადებთ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ დარეჯან ზარანდიას აქტიური გულშემატკივრობისა და თანადგომისათვის“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203