„საგზაო ნიშნები და ტრანსპორტი“- ნოსირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
22-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

მათ შორის აღსანიშნავია, კომპლექსური დავალება თემაზე - საგზაო ნიშნები და ტრანსპორტი, რომელიც მასწავლებელი თეა ოდიშარიამ l კლასის მოსწავლეებს შესთავაზა. 

დავალება მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა, დავალებას წარმატებით გაართვეს. 

ბავშვებმა საგზაო ნიშნების მოდელები შექმნეს, საგზაო უსაფრთხოებაზე ისაუბრეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203