„სიყვარულის დღესასწაული“- ზანის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
22-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში „საბიბლიოთეკო კვირეულის“ ფარგლებში, დაიგეგმა და ჩატარდა პოეზიის საღამო - „სიყვარულის დღესასწაული“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგელობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ინგა ვარდია, ეკატერინე ანთია და ხელოვნების პედაგოგი თამარ ქაჯაია ხელმძღვანელობდნენ. 

პოეზიის საღამომ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203