თორიის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავად აღნიშნეს
22-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში, 22 მაისს, მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“, საზეიმო ვთარებაში დაირეკა.
სკოლა კურსდამთავრებულთა 47-ე ნაკადს დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ გამოსამშვიდობებელი ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
ღონისძიებაზე დირექტორი სერგეი პეტროსიანი და კლასის დამრიგებელი ლიანა მკრტჩიანი სიტყვით გამოვიდნენ, მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს.
მე-12 კალსელები სკოლას, პედაგოგებს კლასს და ამხანაგებს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით დაემშვიდობდნენ.
ბავშვებმა, თავიანთ გამოსვლებში სკოლის დირექციასა და საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომზადებული პროგრამა ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.
მე -12 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ვალსი იცეკვეს და წარმოდგენა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს.
ეს დღე მე-6 კლასელებმაც, თავიანთი ულამაზესი ქორეოგრაფიული ცეკვით გაალამაზეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მტრედები გაუშვეს, როგორც მშვიდობის სიმბოლო.
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს