თბილისის N37 საჯარო სკოლაში სასწავლ პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.
ამჯერად, სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებლის, ეკატერინე ჯგუშიას ორგანიზებით, მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა.
მომხსენებლებმა ნაშრომები ენდემური ჩიყვის შესახებ წარადგინეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიატეს და ცოდნა გაიღრმავეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენცია მიზნად მოსწავლეებში Მეცნიერული კვლევა-ძიებისა და დარგობრივი ენით ოპერირების უნარების განვითარებას ისახავდა.
იხილეთ ფოტოები: