ნაგებერაოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ნინო დანელია სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა
22-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონფერენციასა და კონკურსში მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - ნინო დანელია სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც მარტვილის კერძო სკოლაში - „სხივი“ ჩატარდა.

მეათეკლასელმა კონფერენციაზე თავისი ნაშრომი წარადგინა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

აღნიშნულ კონფერენციაში ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებიც მონაწილეობდნენ.

„სკოლის დირექცია ულოცავს ნინო დანელიას წარმატებებს და უსურვებს სამომავლო წინსვლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდმივად მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203