„ვირტუალური მოგზაურობა მთელს მსოფლიოში“ - ყაურმის საჯარო სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, მე-9 კლასში მასწავლებელ ფარანძემ სტამბოლციანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე - „ვირტუალური მოგზაურობა მთელს მსოფლიოში“ გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: