ხეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა
22-05-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ბავშვებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს საინტერესო ნახატები და კეთილი სურვილები დაუტოვეს.

მოსწავლეებმა ეს დღე დღესასწაულად აქციეს. მათ საინტერესო ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და ასევე მასწავლებელთა ამაგიც აღნიშნეს.

დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთათვის, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრი წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203