პატარა ფოთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ბუკლეტი და წიგნი მიუძღვნეს
22-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ინფორმაცია მოიძიეს და თემატური ბუკლეტი დაამზადეს, რომელიც შემდეგ საზოგადოებაში გაავრცელეს.
გარდა ბუკლეტისა, მათ შექმნეს ხელნაკეთი წიგნი, გააფორმეს ფოტოსურათებითა და ნახატებით. ნამუშევრები ომში მონაწილე გმირების პატივსაცემად დამზადდა. წიგნს სკოლის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი მიუჩინეს.
აქტივობები მასწავლებელ სოფიკო ფანცულაიას ხელმძღვანელობით გაიმართა, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს