ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი და შთამბეჭდავი შემეცნებითი აქტივობები
22-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად კი, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა. როგორც სკოლაში ამბობენ, მისი წყალობით, მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დარწმუნდნენ, რომ გეოგრაფია და მათემატიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ცოდნის სწორად გამოყენებით, მათ შემოსავლის მართვა, მოსახლეობის სიმჭიდროვის, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, რესურსების, უსაფრთხოების, ქალაქების შორის მანძილი გამოთვალა  შეუძლიათ.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მათ ახლახან, ღია გაკვეთილზე მნიშვნელოვანი უნარები შეიძნეს. 

აქტივობამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203